logo_geo
ლევან თარხნიშვილი ნუგზარ წიკლაურს: ბოცო, მაგ სიმართლით იარეთ სულ წინ!
- +

29 დეკემბერი. 2016. 23:05


 


ექს-პრეიზდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯგუფის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიგა ბოკერიას ჯგუფი სასამართლოსთვის მიმართვასაც არ თაკილობენ. აღნიშნულმა განცხადებამ გააცინა ეჭვები, რომ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხზე, პარტიის ერთმა ფრთამ, მეორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.


წიკლაურის განცხადებას, ლევან თარხნიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნულს სიცრუე უწოდა.


„გილოცავთ! სიცრუის ახალი სიმაღლე. ბოცო წიკლაურმა, პოლიტსაბჭოს წევრებმა ენმ-ს სასამართლოში იჩივლესო. მაგ სიმართლით იარეთ სულ წინ. მართალი ხარ ბოცო, დეგრადაციას ეტყობა მართლა არ აქვს საზღვარი.

 

პ.ს. რახან დაგვაბრალეს, ისე მართლა ხომ არ ვქნათ, ა?" - წერს ლევან თარხნიშვილი სოციალურ ქსელში.


 

big_banner
არქივი