logo_geo
მალხაზ თოფურია: ხროვის პრინციპი...
- +

12 მაისი. 2018. 19:36

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხროვის პრინციპი...

გაბუღულ დაკაიფებულ კლუბებში იქმნება ილუზია, რომ „მთელი საქართველო“ აქ არის, იგივე ილუზიაა ამ მიტინგზეც, რომელზეც მაქსიმუმ 3 ათასი ახალგაზრდაა, თავის წამქეზებელ პოლიტიკური ჯგუფებიანად (ღმერთმა ამაზე მეტი აღარ გაგვიუბედუროს და...) მათ გვერდზე არიან რეიტინგული ჟურნალისტები, რომლებიც ყველა ტექნოლოგიური თუ ფსიქოლოგიური მეთოდით აძლიერებენ ამ იმიტაციურ ილუზიას, რომ ესაა საქართველო...

 

სოციალურ ქსელში დაანონსებულ შეკრებას (მინიმუმ ამ ილუზიის გასაფანტავად) ეფექტი როგორც წესი არა აქვს, არადა მართლა ძაან ბევრი ვართ, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე წარმოგვიდგენია. გადით ქუჩაში, კარდაკარ დაიარეთ თუ გნებავთ... სულ ცოტა 95 % ვართ, ვინც მინიმუმ იმას ვამბობთ, რომ ნარკოტიკი სიკვდილია! ვფიქრობ, ვინმე ავტორიტეტულმა ადამიანმა (არაა აუცილებელი თანამდებობის პირი) უნდა ითაოს შეკრება, სადაც სპორტული კლუბები (რაგბისტები, ზუსტად ვიცი ყველა ჩაერთვება) უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტური კავშირები, ნაბრძოლი ვეტერანები, თქვენ წარმოიდგინეთ ყოფილი ნარკომანებიც, ვინც ყველაზე კარგად იცის ეს რა ჭირი სჭირთ ამ საბრალოებს, კულტურის მუშაკები... ფაქტობრივად ყველა სოციალური ფენა ჩაერთვება, რამდენიმე იდეალურ ლიდერს ვხედავ ამ საქმისთვის თუ ითავებენ“, - წერს მალხაზ თოფურია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი