logo_geo
„ვიცი „საზმაუ“ ისევ გამებუტება, მაგრამ არ შემიძლია ერთი ამბავი არ დავწერო“
- +

29 დეკემბერი. 2016. 23:50


 

 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური „საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ერთ ისტორიას იხსენებ:

 

„ვიცი „საზმაუ" ისევ გამებუტება, მაგრამ არ შემიძლია ერთი ამბავი არ დავწერო:

 

2011 თუ 2012 წელი იყო. საქართველოში ჩამოვიდა ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების(EBU) დელეგაცია კლაუდიო კაპონეს მეთაურობით. მოკლედ „საზმაუს" ხელმძღვანელობა მოემზადა, გაიპრანჭა, როგორც იტყვიან „ახლები ჩაიცვა" და ამაყი ღიმილით დახვდა ევროპის მაუწყებელთა შეფობას.

 

კაცმა არ იცის, რამ გაახსენა, კლაუდიო კაპონეს „საზმაუს" არქივი. სტუმარმა მოითხოვა -  მანახეთ თუ შეიზლება იქაურობაო. „საზმაუს" არქივი კი იმ დროს უკვე წლების განმავლობაში ინახებოდა ჩამონადენი წყლებით და ამ მდომარეობაში მყოფი საცავის ჩვენება ორგანიზაციისთვის, რომლის მიმართ „საზმაუს" მილიონობით ლარის ვალი ქონდა, ცოტა არ იყოს უხერხული იყო. თუმცა უარის თქმაც არ გამოდიოდა.

 

„საზმაუს" უფროსობაში ბჟუტავდა იმედი: ვინძლო, იმ კაცს ვერ დაენახა ვერც სისველე, ვერც ობი და ჟანგი და ყველაფერი მარტივად დასრულდებულიყო...

 

მოკლედ, სტუმარი ჩაიყვანეს სადღაც ბნელ დერეფანში...(დერეფანი ბნელი იმიტომ იყო, რომ ჩამრთველი დერეფნის ბოლოში დაუყენებია ვიღაც კრეატიულ ოხუნჯს)... აქ იყო ბოლო შანსი რომ კაპონეს უარი ეთქვა ბნელი დერეფნის გავლაზე და საერთოდ გადაიფიქრებინა დათვალიერება... არ გამოვიდა... კაპონემ გააგრძელა სვლა ბნელ და სველ დერეფანში.

 

სიბნელეში გადადგმულ მესამე ნაბიჯზე სტუმარმა უცებ ფეხი წამოკრა რაღაცას. დაანათეს სველ იატაკს და ჰოი სირცხვილო, იატაკზე კინოფირის ჭუჭყიანი და აშკარად მრავალ წიხლნაკრავი ბაბინა ეგდო. მაღალჩინოსანი იტალიელი სტუმარი დაიხარა, ხელში აიღო არქივიდან, კაცმა არ იცის, რა გზით დერეფანში გასროლილი ფირი და თავისი ხელით გადაწმინდა ის ადგილი, სადაც ეტიკეტი იყო მიკრული. შემდეგ კი სთხოვა ქართულ მხარეს - გადამითარგმნეთ რა აწერიაო. კონოფირს ეწერა „მარჩელო მასტროიანის მოგზაურობა საქართველოში"...

ხოდა, რა მაინტერესებს, „საზმაუს" არქივში ახლა რა მდგომარეობაა?",- წერს უძილაური.


 

big_banner
არქივი