logo_geo
გრიგოლ გაგნიძე: ნარკოლიბერალიზაციის კანონპროექტი შეაჩერეთ! გააუქმეთ "გირჩი"!
- +

13 მაისი. 2018. 03:28

 

უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნარკოლიბერალიზაციის წამოწყებულ ტალღაზე, ხელისუფლება შარშია! მოვუწოდებ ხელისუფლებას - ნარკოლიბერალიზაციის კანონპროექტი შეაჩერეთ! ე.წ. ნარკობარიგების მომატების გამო!

 

ახალგაზრდებზე ფინანსური სარგებლის მიმღები ფარული „კრიშები“ აქეზებენ, „ნარკო კანფენტის“ მოყვარულ ახალგაზრდებს და ხელისუფლების და ქვეყნის წინააღმდეგ იყენებენ.

 

სხვა თანამოაზრეებთან ერთად უკვე ბოლო წლებია ვაფრთხილებდით ხელისუფლებას არაერთი ინტერვიუებით, რომ  ეს ტენდენციები კარგს არაფერს არ მოუტანს ქვეყანას, ახალგაზრდობას, საზოგადოებას.

 

პრაქტიკულად, ნარკომომხმარებლები პოტენციური გამსაღებლები ანუ ბარიგები არიან, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ხელისუფლება ვერ უძლებს მათი და მხარდამჭერი ორგანიზაციების ზეწოლას…

 

გააუქმეთ პარტიები „გირჩი-მირჩი“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებს არაჯანსაღი უზნეო ცხოვრების წესისკენ აქეზებენ, ნარკოდანაშაულებს აქეზებენ. დახურეთ კლუბები, ბარები, სანამ უფრო მეტი ახალგაზრდობა არ დაღუპულა! ჯანმრთელ მომავალზე ზრუნვა ხელისუფლების ვალდებულებაა! ხალხის ბედი ხელისუფლების ხელშია!“ – წერს გაგნიძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი