logo_geo
ვახო სანაია: ვინ ამიხსნის - რატომაა მიუღებელი?
- +

13 მაისი. 2018. 21:16

 

 

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში 9 აპრილის მემორიალზე აქციის მონაწილის ცეკვას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„ძალიან მაინტერესებს, ვინ ამიხსნის - ოღონდ არგუმენტირებულად - რატომაა მიუღებელი მემორიალზე ცეკვა? ცეკვა შეურაცხყოფს ხსოვნას? საფლავთან ასოცირდება თქვენთვის ეს მემორიალი? მეც დამაინტერესა, სამაია რომ იცეკვონ, მერე რა მოხდება? რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი შვილი იქნებოდა თუ ის, ვინც წუხელ იცეკვა? ზუსტად ისევე ვიკითხავდი დღეს დილით, რატომაა-მეთქი მიუღებელი?

 

მკაფიოდ დავწერე, არგუმენტირებული პასუხი მითხარით-მეთქი და ისევ იმაზე წავედით, ვინ უფრო პატრიოტია.

 

9 აპრილის მნიშვნელობასა და პატივისცემაში შეჯიბრი არსად მიხსენებია. ყველანი პატივს ვცემთ და ამაზე არავინ დავობს. ეს ის არის, რაც აქ ყველას გვაერთიანებს“, - წერს სანაია.

 

 

 

 

big_banner
არქივი