logo_geo
ირმა ინაშვილი ვახო სანაიას: ადამიანი ცხოველი არ არის...
- +

13 მაისი. 2018. 21:32

 

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ვახო სანაიას პოსტს ეხმაურება.

 

სანაიამ საზოგადოებას კითხვით მიმართა „რატომა არის 9 აპრილის მემორიალზე ახალგაზრდა გოგონას ცეკვა მიუღებელი?“, რაზეც ინაშვილმა შემდეგი სახის კომენტარით უპასუხა:

 

„ვახო, მეც არგუმენტირებული პასუხი მაინტერესებს შენგან: რატომაა ეს მისაღები? ან რა არის ამაში მოსაწონი? ან რა ახსნა სჭირდება იმას, რომ 9 აპრილის მემორიალი არაა საცეკვაო არენა, რომელი არგუმენტი იქნება უფრო დამაჯერებელი, რომ გითხრათ: რა მოხდა, ლამაზად ცეკვავდა და იცეკვოს? ან თავისუფლება იმას ნიშნავს, სადაც უნდა, იქ იცეკვოს? ადამიანი ცხოველი არ არის, ამიტომაც არსებობს კანონები, რომ როცა ვინმე ცხოველად ქცევას გადაწყვეტს, კანონმა ის ადამიანურობისკენ დააბრუნოს. იურიდიული კანონები და მორალურიც, სხვათა შორის. თორემ ასე, ვიღაცისთვის თავისუფლება იქნებ დავით აღმაშენებლის ძეგლის ბრინჯაოს ცხენთან სექსს ნიშნავს? და მერე შენ დასვამ კითხვას: რატომაა ეს მიუღებელი, არგუმენტები მინდაო. ვფიქრობ, მართლა, სჭირდება ახსნა იმას, რომ 9 აპრილის მემორიალი ჩვენი ერის დიდ ტრაგედიას და თავისუფლებისკენ ჩვენს დაუსრულებელ სწრაფვას გამოხატავს და ამ მემორიალზე როკვა ჩემთვის იმ ადამიანების ხსოვნის შეურაცხყოფაა, ვინც საქართველოსთვის ბრძოლას შეეწირა. ნებისმიერ ქვეყანაში ამ ტიპის მემორიალთან ადამიანები ყვავილებით მიდიან, ქედს იხრიან და ქუდს იხდიან. ნეტავი, ამას რატომ აკეთებენ? ბევრს ეცინება ამაზე, მაგრამ სატირლად გვაქვს საქმე. ეროვნული ცნობიერება, ეროვნული თვითშეგნება, ეროვნული სულისკვეთება, ეროვნული თარიღებისა და გმირების მიმართ პატივისცემა ხელოვნურად ქრება და რჩება ეგოიზმი- რომ მე სადაც მინდა, როგორც მინდა, რაზეც მინდა, იქ ვიცეკვებ და შენ ამით ბედნიერი უნდა იყო. ბედნიერი კი არა, დაფიქრებული და დამწუხრებული ვარ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით“, - წერს ინაშვილი სანაიას სტატუსის კომენტარებში, რაზეც ვახო სანაიამ უპასუხა, რომ „ამ სტატუსის ქვეშ წერენ ადამიანები, რომელთათვის 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ახსოვთ და პატივს სცემენ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. გუშინ რომ იმ გოგომ იცეკვა, არ აღმიქვამს შეურაცხყოფად. პირიქით. ის გოგო ამბობს, რომ თავისუფლებას იცავს და მისთვის თავისუფლების სიმბოლოა ეს მემორიალი. თავისი პოზიცია კი ცეკვითაც გამოხატა. რაღაც უფრო სიმბოლურად აღვიქვი და არანაირად შეურაცხყოფად“, - წერს სანაია.

 

სანაიას აღნიშნულ კომენტარს ინაშვილი პასუხობს:

 

„ჰოდა, გეუბნები: ვიღაცისთვის თავისუფლების სიმბოლოა აღმაშენებლის ცხენი და უნდა, რომ მისი პოზიცია ამ ცხენთან სექსით გამოხატოს. რაღაც უფრო სიმბოლურად უნდა აღვიქვათ, ეტყობა, ხო?“ - წერს ინაშვილი, რაზეც სანაიამ უპასუხა, რომ „ეგ იქნება შეურაცხყოფა, მაგრამ ცეკვა საჯარო სივრცეში - აქციაზე არაა შეურაცხყოფა. სრულიად სხვადასხვა რამეა.“ - წერს სანაია.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი