logo_geo
ნანა გაგუა: სულ ესაა...
- +

14 მაისი. 2018. 01:02

 

 

ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში წერს:

 

„კლუბები ვერა (არ იყო 80-იანებში!), თუმცა არც თბილისისა და არც აფხაზეთის არცერთი კაფე-ბარ-რესტორანი არ დაგვიკლია! „ბითლების“ ჰიტებზე ფეხშიშველსაც გვიცეკვია დილამდე და კოქტეილიც გვიწრუპია. „ქემელიც“ გვიბოლებია და BT-ც. ფლირტიც ჩვენი მოგონილი იყო და პასეანსის გაშლაც „ვუყვარვარ, თუ არ ვუყვარვარ“.... სახლის ტელეფონზეც გვირეკია „იმასთან“ და გავსუსულვართ. პაემანზეც გვივლია და კინოშიც, ბოლო სეანსზე. მთაშიც გვიბოდილია და ბარშიც, „პალატკებით“.... თუმცა, სახე არ აგვხევია არასოდეს! დანის წვერზე გვივლია და მაინც არ აგვხევია სახე... რატომ და როგორ? პასუხი მარტივია: გოიმები და გორსალები არ ვიყავით და არც ხამები! და მეორე დღეს არ გვინანია „წუხელ ეს რა მივქარე!“.

სულ ესაა...“ - წერს გაგუა.

 

 

big_banner
არქივი