logo_geo
ნინო ჯღარკავა: „ბასიანი“ ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბია, „გალერი“ მოჭადრაკეთა კლუბი!
- +

14 მაისი. 2018. 02:35

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

„ბასიანი“ ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბია, „გალერი“ მოჭადრაკეთა კლუბი! იქ დადიან მოაზროვნე, ერის ინტელექტუალი ნაწილი! ბჭობენ, ერთმანეთს ეფერებიან, პრობლემებს აგვარებენ! „შავლეგოს“ მღერიან, რა ნარკოტიკი, რის ნარკოტიკი! „ჩაუდეს“ ბარიგები! არაჩადებას! საზიზღარებო თქვენ, მარიხუანა გონებას ხსნის! მეფედრონი სიცოცხლეს ახანგრძლივებს!  კოკაინი ვიში კლასია! სპეცოპერაციასაც ჩვენ ვატარებდით, ნიღბებით ვერ ამოგვიცანით უბრალოდ... გაუმარჯოს პერედოზს და მეტადონის პროგრამას“, - წერს ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი