logo_geo
დავით კალანდია: აი, ეს არის მთელი მათი თავისუფლება!
- +

14 მაისი. 2018. 03:27

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით კალანდია „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს facebook-სი ეხმიანება:

 

„სად და როდის მოხდა ეს უეცარი გადაზნექა ამ იდიოტიზმში?

თავისუფლებას რას ეძახიან ეს გასაცოდავებულები?

მაგათი თავისუფლება ის არის, რომ დაკაჩავდებიან გრადუსებითა და წამლით, და ოფლიან კლუბში ერთ ადგილზე იხტუნავებენ.

აი, ეს არის მთელი მათი თავისუფლება.

-რა არის შენთვის თავისუფლება?- ეკითხება ერთი მიკროფონიანი ჩხირი ვიღაც უშნოდ მოხტუნავე მდედრს.

-თავისუფლება ჩემთვის არის თავისუფლება ყველაფერში! - თავისუფლად პასუხობს მდედრი, ხელებს იშვერს, მძაფრად მოძრაობს და მისი წაშლილი სახე თავისუფლად ელვარებს.

-თავისუფალ გართობას გისურვებ!-ეუბნება მიკროფონიანი, მიკროფონით ტრაკს იფხანს, მერე ისევ პირთან მიაქვს.

ესეც თავისუფალია.

მე კი არა ვარ თავისუფალი.

მე წითელზე არ გადავდივარ, პოცებს ნაჯახით არ დავსდევ, რუსთაველზე ბოთლში არ ვშარდავ, ტრანსპორტში მონიტორინგს არ ვეხუტები.

თუმცა, ძალიან მინდა ეს ყველაფერი.

 

„მე მინდა ვიყო თავისუფალი,

ჩემი თავის მე ვიყო უფალი,

ვიარო ცალკე გზაზე,

ყველა კანონი და ტრადიცია,

მრუში სამყაროს ცრუ ამბიცია

ფეხზე მეკიდოს ცალზე!“

 

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ეს სტრიქონები რომ დავწერე და გადამაციმბირეს!

იმის შემდეგ თავისუფლების გრძნობა ჩავიქოლე!

მაგრამ ახლა მეც უნდა დავძლიო ჩემი არათავისუფლება, ვინმეს უკანალში შამფურს გავუყრი, მერე პოლიცია კისერს რომ მომიგრეხს, ვიყვირებ:

-თქვენ მე შამფურის გამოხატვის თავისუფლებას მიზღუდავთ!

გამოხტება მერე ლომჯარია და დაიცავს ჩემს თავისუფლებას!

 

(ციკლიდან "ანარქია - წესრიგის დედაა")“ - წერს კალანდია.

 

 

 

big_banner
არქივი