logo_geo
ნინო ჯღარკავა პოლიციას: თქვენ ხართ ყველაზე ღირსეულ ნაწილი ჩვენი ქვეყნის!
- +

14 მაისი. 2018. 03:46

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„მე მადლობას გადავუხდი საქართველოს პოლიციას! მადლობა ბიჭებო, რასაც თქვენ უძლებთ! მადლობა ბიჭებო, რომ 700 ლარიან ხელფასზე დღე და ღამე ქუჩაში ხართ, გაგინებენ, გაფურთხებენ, თქვენ კი კანონს იცავთ! გვიცავთ ჩვენ! ითმენთ უკადრებელსაც, დაუფასებლობასაც, უმადურობასაც! თქვენ ხართ ყველაზე ღირსეულ ნაწილი ჩვენი ქვეყნის! მე ყოველთვის თქვენი დამცველი ვიქნები! თქვენ გესვრიან, თქვენ გკლავენ, თქვენ გმირები ხართ! თქვენ მაინც არ ტოვებთ ოჯახს! თქვენ ყველაფერს გაუძლებთ! მადლობა ბიჭებო! თავს გიხრით!“ - წერს ჯღარკავა.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან რუსთაველზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.

 

ამასთან გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.

 

 

 

big_banner
არქივი