logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: მოხდა ისე, რომ 2011 წელს ჩემი მეგობრის შვილი დააკავეს...
- +

14 მაისი. 2018. 16:12

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი მეგობარი ჟურნალისტი მწერს (აქვე ვიტყვი, მისი ვაჟი 2008 წლის ომის მონაწილეა. მოხდა ისე, რომ 2011 წელს ჩემი მეგობრის შვილი დააკავეს, საკუთარი კორპუსის ეზოში მდგომ მას და მის მეგობრებს ვიღაცამ, გალეწილმა მთვრალმა, უმიზეზოდ, აი, ასე გაიარა და შეაგინა, ამან არ აპატია, მერე აღმოჩნდა რომ თურმე პოლიციელი იყო (ფორმა არ ეცვა) და ჩემი მეგობრის ვაჟი დააკავეს. ოჯახს გააყიდინეს ყველაფერი...):

 

„შენ ჩემს გვერდით იყავი და ხედავდი, ჩემი შვილი როგორ ჩამოვიდა ცხინვალიდან და როგორ გარბოდა უკან... ისიც იცი, რომ დედის გინება არ შეიწერა და ამისთვის ორი წელი ახეხინეს... ახლა ჩემი შვილი ამერიკაში ორ ადგილზე მუშაობს, ოჯახს არჩენს და კიდევ მეც მეხმარება და საქართველოში ჩამპალ ნარკომანებს და პიდარასტებს პარადი მიჰყავთ... ოთხი თვის წინ უმძიმესი ოპერაცია გაუკეთებია... უმძიმესი ოპერაცია და მე ახლა გავიგე... მიმალავდა... ნაოპერაციები სამსახურში დადიოდა და კიდევ აქეთ მეხმარებოდა... ასეთი ბიჭების ადგილი არ ყოფილა ამ ქვეყანაში და იმიტომ ვუყურებთ იმ ნაბიჭვრების რუსთაველზე გრეხვას...

 

გადავრჩი, დარეჯან... ღმერთმა გადამარჩინა... რამე რომ მოსვლოდა, თავს არ ვიცოცხლებდი... ახლა მთელი ჩემი ფიქრი წასვლისკენაა. ჩემს შვილთან... ჩემს შვილებთან უნდა ვიყო. მომბეზრდა წყლის ნაყვა... იმ სტრესებმა მეხსიერება ისე დამიქვეითა, მასალებს ტანჯვით ვწერ. ელემენტარულ სიტყვებს ვერ ვიხსენებ. აღარ მინდა... შენც სიკეთეს გისურვებ... ღმერთმა დაგილოცოს შვილები და შენი უსაყვარლესი მამა. თვალზე ცრემლი მადგება, მის სურათს რომ დებ. ეფერე... გამუდმებით ეფერე... ღმერთმა ძალიან დიდხანს გიმყოფოს მისი თავი".

 

აქვე დავამატებ, ჩემი მეგობრის შვილის ოჯახმა გრინ-კარტა მოიგო და ისე წავიდა...“ - წერს მეფარიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი