logo_geo
გიორგი სუხიტაშვილი: რეალიზატორი უნდა დაიჭირო კლუბშიც, სახლშიც, ეკლესიაშიც, საფლავშიც...
- +

14 მაისი. 2018. 22:07

 

მომღერალი და მსახიობი გიორგი სუხიტაშვილი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეც-ოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ანუ არ უნდა დაეჭირათ? სად უნდა დაეჭირათ, ამაშია პრობლემა?  როგორ უნდა დაეჭირათ? კლუბის პრესტიჟი და სახელი დაზარალდა?

 

კლუბები ხომ ამბობდნენ რონ ჩვენს ტერიტორიაზე არ ხდება რეალიზებაო? ამბობდნენ რომ თუ ასეთი რამე ხდება სხვაგან იყენებენ და მერე მოდიან კლუბშიო.

 

თუ ეს დადასტურდა გამოდის რომ მათ ტერიტორიაზე იყვნენ რეალიზატორები რაც ძალიან ცუდი ფაქტია. კოლბაში არ ვცხოვრობთ და რამენაირად ვხვდებით სად რა და როგორ ხდება.

 

რეალიზატორი უნდა დაიჭირო კლუბშიც, სახლშიც, ეკლესიაშიც, საფლავშიც და ყველგან!

 

დიდი ბოდიში ყველა იმ ადამიანთან ვისაც შეხება არ აქვს ამასთან (ნარკოტიკებთან მე ასეთს ბევრს ვიცნობ), მაგრამ უყვარს კლუბური მუსიკა. ვგულშემატკივრობ ნებისმიერი მიმდინარეობის განვითარებას. მაგრამ თუ ეს განვითარება რამენაირად მაინც უკავშირდება იმასთან რაც ხდება საერთოდ ნუ განვითარდება, არ ღირდა ადამიანის სიცოცხლედ ეს.

 

ამ პოსტს საკამათოდ არ ვწერ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია!! უბრალოდ უკიდურესობები გვჭირს ნებისმიერი მიმართულებით. არ შეიძლება იმაზე ვიკამათოთ რაც კარგად არ ვიცით. ფაქტია ხალხი გვაკვდება ხელში და ჩვენ გვკიდია იქამდე სანამ ჩვენი ახლობელი არ აღმოჩნდება მათ რიცხვში.

 

P.S. მხოლოდ კლუბებში არ ხდება ეს" ,- წერს სუხიტაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი