logo_geo
გია გაბრიჭიძე: ნარკოლიბერალიზაციის ნებისმიერი ფორმა არის აბსოლუტურად მიუღებელი!
- +

14 მაისი. 2018. 23:43

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პირდაპირ ვამბობ - ნარკოლიბერალიზაციის ნებისმიერი ფორმა არის აბსოლუტურად მიუღებელი.

განსაკუთრებით მიუღებელია ნარკოტიკის მიღების თავისუფლება, გამსაღებლებთან გაძლიერებული და "ერთიანი" ბრძოლის ფონზე.

მიუღებელია საკანონმდებლო ინიციატივის არასაჯაროობა. საზოგადოება მხოლოდ ლოზუნგების ფორმატში იცნობს იმ კანონს, რომლითაც უნდა იცხოვროს საქართველომ.

მიუღებელია ე.წ. ყველაფერჩიკი არასამთავრობოების აქტიური ჩართულობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ფაქტობრივად უცნობია კანონზე მომუშავე ხალხის ვინაობა და მათი კომპეტენცია.

მიუღებელია ცალმხრივი საინფორმაციო ომი, რომელიც ნარკოტიკების მომხრეებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს არა მხოლოდ მედიაში გაშუქების მხრივ, არამედ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისა და განათლების დონის ამაღლების თუნდაც მცდელობის არარსებობის გამოც.

და ბოლოს - მიუღებელია იმიტომ რომ სრულიად იგნორირებულია მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების აზრი და ნება. ყველაფერი წყდება ძალიან ვიწრო წრეში და ამ ყველაზე საჭირბოროტო და სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს საკითხზე არ ხდება საერთო-სახალხო განხილვა.

მე ვთქვი!“ - წერს გაბრიჭიძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი