logo_geo
ლევან ლორთქიფანიძე: ჩვენთან არს „გირჩი“, მიშა- დორბლიანი და მთელი კიკუეთი!
- +

15 მაისი. 2018. 13:07

 

„ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გონება გამინათა!“ -  წერს პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

 

„გირჩისმიერნო ძმანო და დანო!

 

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გონება გამინათა! საბედნიეროდ, დავაღწიე თავი უმეცრების წუმპეს და საქვეყნოდ ვაცხადებ:

  1. ვუერთდები „თეთრი ხმაურის აქციას და ვიწყებ მშრალ შიმშილობას ჰეროინის ლეგალიზაციის მოთხოვნით!
  2. აქ მეორე პუნქტი იყო და მე ამოვიღე... არ მკითხოთ, რა ეწერაო.
  3. სასწრაფოდ და უპირობოდ გადადგეს საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობით და მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტდეს გათავისუფლებული ნარკობარიგებით!

 

შემომიერთდით! ჩვენთან არს „გირჩი“, მიშა- დორბლიანი და მთელი კიკუეთი!“ - წერს ლორთქიფანიძე.

 

 

big_banner
არქივი