logo_geo
შორენა სიხარულიძე: ამათ რა ჰქვიათ? აი, ამ მართლა ბრბოს და ნახირს!
- +

15 მაისი. 2018. 14:37

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი განვითარებული კი არა, განვითარებადი ქვეყანა დამისახელეთ, რომლის პოლიცია, ძალოვანი უწყებები აი, ასეთ @@@@@@@@@-ს მოუთმენდა ამ მართლა ბნელ და თავხედ ბრბოს! აი, ამათ მიმართ არანაირი არც პატივისცემის, არც თანაგრძნობის გრძნობა არ გამაჩნია და აფერუმ ჩვენს პოლიციას, ეს რომ მოითმინა! რა ნებისყოფა ჰქონია!

 

ამათ რა ჰქვიათ? აი, ამ მართლა ბრბოს და ნახირს!

 

P.S. თუმცა, ე.წ. კონტრაქცია იყო ყველაზე დიდი შეცდომა და უფრო მეტიც - დანაშაული! ამათ წისქვილზე წყლის დასხმა! მით უფრო მაშინ, როცა აქციის თავკაცთა რიგებში ის დავინახე, ვისაც აქციების მერე გულყრები ემართება ხოლმე! ამ „საქართველოს გაუმარჯოს“, „სიკვდილი მტერს“ შეძახილებმა მიიყვანა საქმე იმ კონდიციამდე, რომ ერთ-ერთ ძალიან კარგ მინისტრს, რომლის უწყების არც ერთ თანამშრომელს კანონი არ დაურღვევია და მეტიც - არნახული მოთმინება და კაცთმოყვარეობა აჩვენა, ბოდიში გაუხდა მოსახდელი!“ - წერს სიხარულიძე.

 

 

big_banner
არქივი