logo_geo
ანანო დოლენჯაშვილი: შინაგან კულტურას მოუხმეთ!
- +

15 მაისი. 2018. 14:47

 

 

„facebook“-მომხმარებელი ანანო დოლენჯაშვილი სოციალურ ქსელში რუსთაველზე გამარულ აქციებს ეხმაურება.

 

„უამრავი მოსაზრება წავიკითხე, რომ ძალიან პროგრესული ტიპები დგანან თურმე რუსთაველზე და ამ ტიპებს უნდა მივანდოთ ჩვენი მომავალი, რომ ეგენი არიან ევროპა და ვინც მათ ებრძვის, რუსეთის პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს და მათი მოწინააღმდეგეები ძაან სიბნელეში არიან. მაგრამ! ფაქტია, რომ მსგავსი ნარკოკონტროლი, დაკავებები კლუბებში და სახელმწიფოს ძალის დემონსტრირება ევროპის ისეთ ქალაქებში ხდება, ჩვენ რომ წლები დაგვჭირდება, მათ განვითარების დონეს მივაღწიოთ. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ნარკოტიკი ცუდია. განვითარებულ ქვეყნებში თავისუფლებასთან ერთად შინაგანი ქცევის კულტურა გააჩნიათ და თუ ათვლის წერტილად ევროპას და ევროპულ ღირებულებებს დავაყენებთ, მოდი, პირველ რიგში ამაში მივბაძოთ და როცა ვიცით ყველამ, რომ კლუბები ნარკოტიკის გავრცელების პლატფორმადაა ქცეული და სახელმწიფო ამისათვის სადამსჯელო ღონისძიებას მიმართავს და თუ ძალადობრივად ჩატარებული რეიდის გამო ქუჩაში გამოდიხართ, შინაგან კულტურას მოუხმეთ. სრული თავისუფლება არ არის კარგი. ადამიანს რაღაც მაინც უნდა გაკავებდეს, ეს იქნება კანონი, კულტურა, ეთიკა, რწმენა თუ რაც იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებას ქაოსი მოიცავს“, - წერს დოლენჯაშვილი.

 

 

big_banner
არქივი