logo_geo
გიორგი სვანელი: ევროპა კლუბური ცხოვრება არაა მარტო, ჯიგრებო!
- +

15 მაისი. 2018. 20:26

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი სვანელი facebook-ის პირად გვერდზე კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

 

„აი ეს თავისუფლებაა?!

თუ ევროპა?!

ევროპა კლუბური ცხოვრება არაა მარტო, ჯიგრებო!

ევროპა ფასეულეობებია, ღირსება, დიდი განათლება, ისტორიის პატივისცემა, მისი გადააზრება, მაგალითად ქცევა, დიდი კულტურა, სხვისი პატივისცემა, ახლის შექმნისათვის ზრუნვა, მუშაობა, ფიქრი და ... შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო...

ამიტომ თუ რამეს ითხოვთ შესაბამისადაც მოიქეცით...

სამწუხაროდ, პოლიცია რომ ვერ მოიქცა სათანადოდ იმ ღამეს ხომ ფაქტია, მაგრამ ასევე სამწუხაროდ მოწინააღმდგეც რომ ვერ აღმოჩნდა მთლად ღირსეული და ვერ იქცევა ევროპულად?!

მიუხედავად ყველაფრისა ამდენი ბილწსიტყვაობა არც ერთ დემონსტრაციაზე არ მომისმენია, მით უფრო გამომსვლელთაგან!... თუ ესეც „ევროპა“ და „თავისუფლებაა“?!

უკაცრავად...“ - წერს გიორგი სვანელი.

 

 

big_banner
არქივი