logo_geo
დაჩი ცაგურია: კოტე, ექიმს გაესინჯე, რამე ავადმყოფობა ხომ არ გაქვს ღრმად?!
- +

16 მაისი. 2018. 01:08

 

 

„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალური ქსელის მეშვეობით კოტე იოსელიანს მიმართავს:

 

„ის, ვიღაც კოტე რომ ყოფილა, თინათინ ბოკუჩავას ქმარი, გუშინ რომელიღაც ეთერში უთქვამს ჩემზე, ზონდერი იყო და აქციის მონაწილეებს სცემდა „დუბინკებითო“...

 

ძვალი არ დამიტოვეს მთელი, აქცია არ მახსოვს, სადაც ან მაგათი აგრესიით პირაქაფებული „ძაღლები“ ან ზონდერები თავს არ დაგვსხმოდნენ, ჩემი 34 პატიმრობიდან (რაც დავთვალე), არც ერთი - არც ერთი ცემის გარეშე არ დამთავრებულა.

 

აღარაფერს ვამბობ არაერთ წამებაზე, რომლის მსხვერპლიც მე და ჩემი მეგობრები არაერთგზის გავხდით, ჩვენი უკანონო პატიმრობები პოლიციის შენობებსა და იზოლატორებში, როგორც წესი, წამებით მთავრდებოდა... მე კი არა, დედაჩემი და მამაჩემიც გალახეს 15 ივნისს სამმართველოსთან, ტვინის საკმაოდ მძიმე შერყევა ჰქონდა დედას, მე „კაპეზეში“ ვეგდე ნაცემი და ოცდაათდღიანი უკანონო პატიმრობის ვადის გასვლას ველოდებოდი. ჩემი მეგობრები (გოგონები), ჟურნალისტები, ოპერატორები, უბრალო მხარდამჭერები არაერთხელ იყვნენ აქციებზე ჩასაფრებული ზონდერების ძალადობის მსხვერპლნი, აქციიდან წასულ მანიფესტანტებს, როგორც წესი ზონდერთა არმიები გვხვდებოდა და უმოწყალოდ გვცემდნენ... ამ ყველაფერს, თინა და კოტე - თქვენი პარტია აკეთებდა. რამდენი ადამიანი გააუბედურეთ? რამდენი ადამიანი მოკალით? რამდენი ადამიანი აწამეთ? რამდენი ზონდერდაჯგუფება გქონდათ? და მე ვიყავი ზონდერი? კოტე, ექიმს გაესინჯე, რამე ავადმყოფობა ხომ არ გაქვს ღრმად? მე ვიყავი ზონდერი და შენ დისიდენტი? უცებ დავფიქრდი, რამე ხომ არ მეშლება, მე ხომ არ ვცემდი კოტეს-თქო... დავიხედე ხელზე, ბეისბოლის ხელკეტით დამსხვრეულ ძვლებზე და დავრწმუნდი, რომ ჩემია. ხერხემალი ამ წუთასაც მტკივა და გამახსენდა ,15 ივნისს რომ დამიზიანეთ და დავმშვიდდი. კოტე, შენნაირ კლიზმობას პატიმრობა მერჩივნა ყოველთვის, თქვენნაირ ზონდერობას და მოძალადეობას ყოველთვის მერჩივნა, თავად ვყოფილიყავი ძალადობის მსხვერპლი. ასე რომ, კოტე, მიდი, ექიმს გაესინჯე, თორემ ღრმად გაქვს რაღაც მაგ გონებაში და ეგებ ვინმე კვალიფიციურმა მედიკოსმა გიშველოს“, - წერს ცაგურია.

 

 

 

big_banner
არქივი