logo_geo
გიორგი გიგაური: არ გაიკაროთ ფაშისტები - ისინი ეროვნული ძალების დისკრედიტაციისთვის შექმნეს!
- +

16 მაისი. 2018. 02:52

 

 

ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრების შესახებ წერს:

 

„არ გაიკაროთ ფაშისტები - ისინი ეროვნული ძალების დისკრედიტაციისთვის შექმნეს!

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:

 

საქართველოში, სადაც ოჯახი არ არის დარჩენილი რომ ჰიტლერის კათმოძულე ნაციზმთან ბრძოლაში დაღუპული არ ჰყავდეს, ფაშისტობა ან გონებრივი დეგრადირებულობაა, ანდა - სპეცსამსახურების შტატიანი პროვოკატორობა!

 

და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა 13 მაისის ე.წ. კონტრ-აქციისას, როდესაც ლიბერასტული ტელევიზიები და ასო-ები, სოროსულ ასო-ებთან ერთად, რუსთაველზე შეკრებილი გეი-ნარკო-სექტის წინააღმდეგ სპონტანურად, გულის ძახილით გამოსულ ყველა ქართველ პატრიოტს, ამ მინი-ადოლფების გამო (ტელეკამერების წინ შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბებით და მკვლელობებით იმუქრებდნენ!) ფაშისტურ-ექსტრემისტულ ძალებს ეძახდა და პოლიციისგან მათ დარბევას მოითხოვდა!

 

ეროვნულობა, პატრიოტიზმი, ეროვნული იდეალები და ეროვნული მოძრაობა არ შეიძლება კაცთმოძულე ჰიტლერის უბინძურესი შავი ლაქით დაისვაროს!

 

ვინც ჰიტლერს ადიდებს და მოწინააღმდეგის ფიზიკურ განადგურებაზე ღიად საუბრობს, ვერ იქნება ილიასეული წმინდა სამების - ენა, მამული, სარწმუნოების მიმდევარი და დამცველი!

 

და ამ ყველაფერს რაღაც ემოციები და დემოკრატიული პოზიორობის შტერი სურვილი კი არა, ამ ჰიტლერელებთან პირადი ურთიერთობის გამოცდილება და ელემენტარული ანალიზიც მკარნახობს!

 

არა - პროვოკატორებს!

 

არა - ფაშისტებს და ნაცისტებს!

 

ეს ყველა ნორმალური ქართველი პატრიოტისთვის ისეთივე მიუღებელი უნდა იყოს, როგორც სოროსულ-ლიბერასტული ფაშიზმი!

 

სხვათა შორის, ლიბერალური ფაშიზმი და ჰიტლერული ნაციზმი ღვიძლი ძმები არიან!

 

გფარავდეს ღმერთი!

 

P.S. აი, ბატონო, ამ პოსტის დადებიდან 2 საათის შემდეგ, რ2 21-საათიან კურიერში, ამ მინი-ადოლფებს უჩვენებს და ,,ქართველი საზოგადოების ფაშისტურობაზე'' ვრცელ სიუჟეტს გადასცემს - ყველა პატრიოტულ ძალას ,,ფაშისტურად'' მოიხსენიებენ და ჩირქს სცხებენ!

 

გაიზიარეთ და გააზიარეთ!“ - წერს გიგაური.

 

 

big_banner
არქივი