logo_geo
გვანცა ყუფარაძე: სირცხვილია! არ გეკადრებათ უბრალოდ!
- +

16 მაისი. 2018. 02:53

 

 

ყოფილი მსჯავრდებული გვანცა ყუფარაძე სოციალურ ქსელში ბოლოდ როს განვითარებული მოვლენების შესახებ შემდეგი სახის წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„პრივატიზებული „სიმართლე“ აქვს ამ ხალხს. პრივატიზებული ,,ლოგიკა" და „ფილოსოფია“!

2 დღის მანძილზე გადაუარეს ქვეყანას, აგინეს და აფურთხეს ყველას საკუთარი ,,ხოშის" გამო და ეს არის მათთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა?!

ჯერ ერთი, დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ საერთოდ არ გესმით გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა და სამწუხაროდ არა მხოლოდ ეს. როცა მართლა არსებობას გვიზღუდავდნენ და გვაწამებდნენ მაშინ ეტყობა ჯერ არ იყავით ჩამობრძანებულები, ან ჯერ არ გქონდათ ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

რაც შეეხება მეორე საკითხს: თუნდაც 21-ე საუკუნეში, ვიღაც არაადექვატურ ადამიანებს უფლება არ აქვთ ფაშიზმის იდეოლოგიას იზიარებდნენ? აქ უკვე ფერს იცვლის ხომ თქვენეული ,,თავისუფლება."

თუ გგონიათ, რომ რამით განსხვავდებით ფაშისტებისგან ძალიან ცდებით.

თათა ცოფურაშვილი რომ ამბობს ამ ყველაფერს, (თავის კოლეგასთან ერთად, ) ეს არის შემზარავი, თორემ ზიზღით და სიბინძურით სავსე ჭუჭყი, სუბელიანთა დინასტიიდან, რას იტყვის, ვის რაში აინტერესებს.

რა ეშველება ამ გაუბედურებულ ქვეყანას. ერთ მხარეს მხეცებით, რომლებიც ადამიანების დახვრეტას ითხოვენ და მეორე მხარეს ამ ცხვრის ტყავში გახვეული მხეცებით, რომლებიც ყველა საზიზღობას პირად ინტერესებზე, რაღაც საოცრად ელასტიურად მორგებული ფილოსოფიით ამართლებენ.

https://www.facebook.com/PakaAlo/videos/460858171012607/  - ამათ შეეზღუდათ სიტყვის თავისუფლება, თქვენი ,,ფილოსოფიის" მიხედვით. სირცხვილია. არ გეკადრებათ უბრალოდ!

თმის ღერი არ ჩამოვარდნია არც ერთს. რომ არა ეს პოლიცია მართლა ზედ გადაუვლიდა ის ხალხი, ვინც მათ დახვრეტას ითხოვს. თქვენ კი იმას რომ თმის ღერი არავის ჩამოვარდნია აკრიტიკებთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ესენი საიდუმლოდ ინახავდნენ რომ არსებობდნენ. რომელ თავისუფლებაზე საუბრობთ, ერთ ტომარა ჰეროინზე გადის ამათი აბსოლუტური უმრავლესობის თავისუფლება“, - წერს გვანცა ყუფარაძე.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/978338575658783/UzpfSTEwMDAwMTA5NTc5ODMxMjoxODEyMDU4NTg1NTA3MzE3/?hc_ref=ARSUJX1WZposxSYHmhWThWUzyinzrEPWy6gz2eTPRHqsYEORNPZ85pi1MjhRwBoWsws&fref=nf

 

 

 

big_banner
არქივი