logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: აი, ამ საქართველოს პატრონებს, ერთმანეთის საცემად გვაქვს საქმე?
- +

16 მაისი. 2018. 16:49

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„სკოლიდან მოდიოდნენ ქუჯი და მისი კლასელი (15 წლის უნდა გახდეს ქუჯი ერთ თვეში). გზაზე დაბნეული მოხუცი ქალი ნახეს, ამ ბიჭებს უთხრა, სახლს ვერ ვპოულობ, დამეხმარეთო. ამათ უკითხავთ, სად ცხოვრობთო, იმან, მოხუცმა - სოხუმშიო. ბიჭებმა უთხრეს, რომ სოხუმამდე შორია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბიჭებმა ერთსაათიანი წვალების მერე, მიიყვანეს სახლში ეს ქალი, რომელიც მთელი ერთი საათი, ჯიუტად მიდიოდა აფხაზეთში.

ეს მოხუცი და ის ორი ბიჭია საქართველო. აი, ამ საქართველოს პატრონებს, ერთმანეთის საცემად გვაქვს საქმე?

მომავალი თაობაა ეს, მშვიდად რომ მიიყვანა სახლში გზააბნეული ადამიანი.

P.S. ახლა მიყვება, იქ კიდევ იმაზე უფრო მოხუცი დაგვხვდა, მგონი ამას პატრონობს, ზოგჯერ ავაკითხავთ ხოლმეო“, - წერს მეფარიშვილი.

 

 

big_banner
არქივი