logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: რა იყო გასაპროტესტებელი „უმწიკვლო“ ნაცეპოქაში?!
- +

16 მაისი. 2018. 21:57

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ე.ი. საქართველოს მომავალი, ქალბატონი ანა სუბელიანი, სააკაშვილი-კომპანიის ზეობის ხანაში, მუშაობდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სოციალურ მუშაკად, შემდეგ განრიდება რომ შემოვიდა აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, აქ რომ ამოწურა თავისი უნიკალური შესაძლებლობები, გადაიყვანეს პროკურატურაში კოორდინატორად. აქაც რომ „გამოიფიტა“ გადაიყვანეს იუსტიციის სამინისტროში.

 

მეორე საქართველოს მომავალი, ქალბატონი ბაია პატარაია, ადეიშვილის მინისტრობის დროს, იუსტიციის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსი იყო.

 

იმხანად, ორივე საქართველოს მომავალი იმდენად სახელმწიფოებრივად აზროვნებდა, რომ არც ერთ მათგანს არ გაუპროტესტებია, სადაც მუშაობდნენ იმ უწყებებში მიმდინარე „ქვეყნისთვის სასიკეთო მოვლენები“. პრინციპში ან კი რა იყო გასაპროტესტებელი „უმწიკვლო“ ნაცეპოქაში?

 

ორივე საქართველოს მომავალი, 2012 წლის შემდეგ „გამოფხიზრლა“ და არჩევნები წესიერად არც კი იყო დასრულებული, „ხმა რომ აიმაღლეს“ „ბოროტების მანქანის“ წინააღმდეგ, მათი პირველი სამიზნე წულუკიანი იყო.

 

კოლექტიური საქართველოს მომავალის (მომავლის - არა, მომავალის) პირველი პროტესტი, სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას, საქართველოს ანტიკვარული ორად ორი მომავლის სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდება - სასამართლოში იჩივლეს სამსახურიდან გათავისუფლების გამო. კოლექტიური საქართველოს მომავალი, სასამართლომ სამსახურში კი აღადგინა, მაგრამ მათი თანამდებობები გაუქმებული იყო და დარჩნენ უხელფასოდ და უმოქმედოდ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულნი...

ასე დაკარგა ოცნებამ ორი მშვენიერი საკოხუაბიტაციე საქართველოს მომავალი...

კიდევ კარგი, კიდევ კარგი, კიდევ კარგი....“ - წერს მეფარიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი