logo_geo
„მას გალანძღვა არ დაუმსახურებია! ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გვეხმარებოდა უფლის სახლის, „ტაძრის“ მშენებლობაში!“
- +

16 მაისი. 2018. 22:03

 

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი კახა გვარუციძე წერილს ავრცელებს, სადაც მამაკაცზე წერს, რომელიც აქციის მსვლელობისას, პარლამენტთან იმყოფებოდა და მის ფოტოებსა და ვიდეოებზე ბევრი ხუმრობდა.

 

„ჩემო მეგობრებო ორი დღეა რაღაცა სისულელეებს ვკითხულობ მთელს ინტერნეტ სივრცეში ადამიანზე რომელზეც 90-% წარმოდგენაც არ აქვს ვინ არის და რა უჭირს. ესაა ლაშა ერგემლიძე. პირველი ფოტო გადაღებულია 13 მაისს როცა ის შემთხვევით აღმოჩნდა ავადსახსენებელ აქციაზე, სადაც ის თავისმა გაჭირვებამ მიიყვანა, (ცნობისთვის ის არაა ნარკომანი და არც ბარიგებს უცხადებს სოლიდარობას, უბრალოდ შემთხვევით კიდევ ვიმეორებ შემთხვევით ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდა). მეორე და მესამე ფოტო გადაღებულია რამოდენიმე წლის წინ სადაც იგი ერთი წლის განმავლობაში იდგა ჩვენს გვერდით და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გვეხმარებოდა უფლის სახლის ,,ტაძრის“ მშენებლობაში. გული მტკივა ასე რომ ვხედავ მაგრამ ის უფრო საწყენია ადამიანი გალანძღო და მიწასთან გაასწორო მაშინ როცა მას ეს არ დაუმსახურებია. დარწმუნებული ვარ ლაშა უფლის წყალობით და შეწევნით ძალიან მალე ისევ დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ყველა ჭეშმარიტ ქართველს ვთხოვ ვილოცოთ მისი გამოჯანმრთელებისთვის“, - წერს გვარუციძე.

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

big_banner
არქივი