logo_geo
„უცნობია, იქნება თუ არა „ხელოვნური სუნთქვის“ მესამე სეზონი“ - სერიალის კოლექტივის განცხადება
- +

30 დეკემბერი. 2016. 12:27



სერიალ „ხელოვნური სუნთქვის" მეორე სეზონი დასრულდა. სეზონის დასრულების შემდეგ „ხელოვნური სუნთქვის" ოფიციალურ Facebook გვერდზე ადმინისტრაციამ შემდეგი სახის პოსტი გაავრცელა:


„მეგობრებო, „ხელოვნური სუნთქვის" მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენთან ერთად გატარებული ყველა საღამოსთვის!

 

ორი სეზონის განმავლობაში მუდმივად ვიღებდით თქვენგან, ამ სერიალის მაყურებლებისგან, მხარდაჭერის და სიყვარულის გამომხატველ წერილებს, შექებას, კრიტიკას, ცრემლებს, სიცილს, ემოციებს და განცდებს, იმ ყველაფერს, რამაც მოგვცა უდიდესი ენერგია ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად.

 

მადლობას გიხდით ამისთვის მხოლოდ თქვენ, უკლებლივ ყველა მესიჯის, კომენტარის და სტატუსის ავტორს!

 

მეორე სეზონი დასრულებულია. რაც შეეხება სერიალის გაგრძელებას - ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა „ხელოვნური სუნთქვის" მესამე სეზონი", - ნათქვამია განცხადებაში.




 

big_banner
არქივი