logo_geo
ნინო ლაბარტყავა: ადამიანის ცემა იმის გამო, რომ ის გეია – არის გაუმართლებელი და მდაბიო საქციელი!
- +

18 მაისი. 2018. 21:21

 

 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დავწერ, რატომ არ მომეწონა ის ამბავი, კანცელარიის წინ ერთ გაწნიკულ გეის რო სცემა არასრულწლოვანმა ბიჭმა:

 

წარმოიდგინეთ, გყავთ არატრადიციული ორიენტაციის შვილი.

 

წარმოიდგინეთ?..

 

აი, ამიტომ არ მომეწონა და არც არასდროს მოვიწონებ ასეთ თავდასხმებს ამ ისედაც საცოდავ ადამიანებზე.

 

სხვა საქმეა, რომ არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდირებას და ამისთვის ტაშის კვრას არ მივესალმები არასდროს, მაგრამ ადამიანის ცემა იმის გამო, რომ ის გეია – არის გაუმართლებელი და მდაბიო საქციელი!

 

ყველა ისე ვცხოვრობთ, როგორც გვისწორდება და არავის აქვს უფლება, ჩვენი ცხოვრების წესის გამო გვცემოს და გვაფურთხოს ქუჩაში!

 

არც არასდროს ვეთანხმებოდი და არც არასდროს დავეთანხმები პროვოკაციულ გეი–აქციებს, პროვოკატორი ლგბტ–პირების წიკვინს და ტ...ის თამაშს, მე სხვა რამეს ვამბობ – თუ ჩვენ, ტრადიციული ორიენტაციის ადამიანები, თავს ვდებთ კაი ტიპობაზე, მაგრობაზე და ჰუმანურობაზე, ასე სახეში წიხლით არ უნდა ვცემდეთ ამ გაჭირვებულებს, ეს არაა კაცობა, ქალობა და არაფერი არაა ვაბშე.

 

კიდევ ერთხელ გეუბნებით – წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი გეია!

წარმოიდგინეთ?

ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილს ვიღაც ქუჩაში სცემს იმის გამო, რომ გეია...

წერტილი“, - წერს ლაბარტყავა.

 

 

 

big_banner
არქივი