„ქართული მარშის“ ოფისი თანხის გადაუხდელობის გამო იხურება. ამის შესახებ მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
„დღეს უსახსრობის გამო იძულებულნი ვართ დავხუროთ და ჩავაბაროთ „ქართული მარშის“ ოფისი. დიდი მადლობა ყველა მებრძოლს! უფალი არ მიგვატოვებს“ , - წერს ბრეგაძე.