Facebook-მომხმარებელი გოჩა მუკბანიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არ შემეძლო, არ დამეწერა... ამ საოცარმა ადამიანმა დღეს რაღაც შეცვალა ჩემში, რაც სულ მემახსოვრება. - დიდუბის ე.წ. „ოკრიბას“ ა/სადგურში „ბუბლიკებს“ მთავაზობდა შესაძენად. ტკბილეული არ მინდოდა და მისი საფასური - ხურდა ვაჩუქე. მიკროავტობუსიდან მოსაწევად ჩავედი და ვხედავ, რომ ეს კაცი(!) ადამიანი(!) ერთ შეკვრა ტკბილეულს იქვე მყოფ ყავარჯნიან ახალგაზრდა კაცს ჩუქნის. მომიბრუნდა და ძალიან ბედნიერი სახით მითხრა, - იმას ვაჩუქეო. მოკლედ, ცოტა გულაჩუყებული, გამთბარი და ჩაფიქრებული ვმგზავრობ დასავლეთისკენ. მისი ნებართვით, ფოტო გადავუღე, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა, ბევრი იცნობდეს ამ კაცს - სახელად სიკეთე“, - წერს მუკბანიანი.