logo_geo
ირაკლი შონია: აი, ასეთი უმძიმესი და უსამართლო დღეები გამოვიარეთ!
- +

19 მაისი. 2018. 19:00

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზუსტად დღეს საუბრობდნენ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, გამოხატოს თავისი პოზიცია აქციებზეო... ეს ფოტო ჩემი გადაღებულია, როდესაც პოლიციის კორდონს ჩაკეტილი აქვს მწერალ კონსტანტინეს გამსახურდიას ძეგლისკენ მიმავალი გზა, რათა არ დაუშვას თუნდაც მწერლისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქცია! ასე სჯიდა შევარდნაძე ეროვნული მოძრაობის წევრებს! დღეს ყველას აქვს უფლება, ფოტოაპარატით გადაიღოს ნებისმიერი აქციაც და პოლიციაც. მაშინ ეს შეუძლებელი იყო, მითუმეტეს ჩემთვის... ამიტომ მომიწია, შორიდან გადამეღო პოლიციის კორდონი, რათა ფოტოაპარატი არ წაერთმიათ ან არ დავეპატიმრებინე... აი, ასეთი უმძიმესი და უსამართლო დღეები გამოვიარეთ უსასტიკესი რეჟიმის!!! თუმცა, როგორღაც შევძელი მაშინდელი მოვლენების დაფიქსირება და ფოტოებზე ასახვა, ჩვენი დროის სამარცხვინო ისტორია მათთვის (თუნდაც პოლიციისთვის), თორემ ჩვენთვის საამაყო!“ - წერს შონია.

 

 

big_banner
არქივი