logo_geo
დავით ზარდიაშვილი რომან გოცირიძეს: დედას გაფიცებ, შენი სტუდენტობის დროს „დისკო კლუბი“ სად იპოვე?!
- +

20 მაისი. 2018. 17:22

 

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ პარლამენტში ნათელი გახდა, რომ გახარია კარგი მინისტრია, ხოლო რომან გოცირიძე – არც თუ წარმატებული დისკოს მოცეკვავე.

 

რომან გოცირიძე: „პარლამენტიდან გაისმოდა - რომან გოცირიძე „ქლაბერი“ ხომ არ არის – ვიყავი სხვათაშორის, დისკო კლუბებში დავდიოდი და „ბიტლომანი“ ვიყავი..“

 

შე, მართლა ჰომო-სოვეტიკუსო, ან დისკო კლუბში „ბიტლზები“ და რაც მთავარია, დედას გაფიცებ, შენი სტუდენტობის დროს „დისკო კლუბი“ სად ჯანდაბაშიღა იპოვე?!”, – დაწერა ზარდიაშვილმა სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი