ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ პარლამენტში ნათელი გახდა, რომ გახარია კარგი მინისტრია, ხოლო რომან გოცირიძე – არც თუ წარმატებული დისკოს მოცეკვავე.
რომან გოცირიძე: „პარლამენტიდან გაისმოდა - რომან გოცირიძე „ქლაბერი“ ხომ არ არის – ვიყავი სხვათაშორის, დისკო კლუბებში დავდიოდი და „ბიტლომანი“ ვიყავი..“
შე, მართლა ჰომო-სოვეტიკუსო, ან დისკო კლუბში „ბიტლზები“ და რაც მთავარია, დედას გაფიცებ, შენი სტუდენტობის დროს „დისკო კლუბი“ სად ჯანდაბაშიღა იპოვე?!”, – დაწერა ზარდიაშვილმა სოციალურ ქსელში.