logo_geo
ბესო დვალი: სამშობლო დედაზე მეტად დედინაცვალს ჩამოჰგავდა...
- +

21 მაისი. 2018. 17:10

 

 

„სამშობლო დედაზე მეტად დედინაცვალს ჩამოჰგავდა“, - წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქ-მომხმარებელი ბესო დვალი და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

 

„ჩემი თაობისთვის, ვინც ვნახეთ სამოქალაქო ომები, პურის რიგები, უშუქობა, პატარა სარკიანი ლამფით განათებული სიღატაკე, ტერიტორიების წაგლეჯა, სრული ქაოსი და სრულიად უმართავი ქვეყანა, ათასი ზნედაცემული, სისხლმოწყურებული დაჯგუფება, რომელთა ინტერესიც ვერ სცდებოდა მოჩვენებითი მატერიალური კეთილდღეობის, ყველაფრის კადრებით მოპოვებაზე ფიქრს და ქმედებას, სამშობლო დედაზე მეტად დედინაცვალს ჩამოჰგავდა, ორ თაობას შუა მოქცეულები (ერთი - ვინც ეს ყველაფერი შექმნა და ახლა მორალს კითხულობს! მეორე - ვინც საერთოდ არაა ამ პროცესების შემსწრე და მსოფლიო აპათიით შეპყრობილები გამოსავალს სიფხიზლის მუდმივ იგნორირებაში ეძებენ), მაგრამ ჩვენ არ გავბოროტებულვართ და თქვენ რა გჭირთ, თქვე დალოცვილებო“, - წერს ბესო დვალი.

 

 

 

 

big_banner
არქივი