logo_geo
„ჩემი შვილი ქრისტესა და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს“ - დედა, რომლის შვილი ლგბტ აქტივისტს თავს დაესხა
- +

22 მაისი. 2018. 14:29

 

17 მაისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს 2003 წელს დაბადებული სერგი კ-მ ნიკა გორგილაძეს, რომელიც ანტიჰომოფობიურ შეკრებაზე სიტყვით გამოდიოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

„ჩემი შვილი ქრისტიანულ ოჯახში იზრდება და ვერასდროს შეეგუება ქრისტესა და საქართველოს შეურაცხყოფას“, - სოციალურ ქსელში წერს დედა, რომლის შვილი ლგბტ აქტივისტს თავს დაესხა.

 

„ჩემი შვილი ქართულ ოჯახში იზრდება, სადაც სამშობლოსთვის თავდადებას, სიყვარულს, ვასწავლით. ჩემი შვილი ქრისტიანია და ქრისტესა და საქართველოს შეურაცხყოფას არავის აპატიებს. ეგ არის უბედურება, რომ ვერ ხვდებიან, რის წინაშე დგას ერი. ჩვენ ბნელებს გვიწოდებენ. ვიქნები ბნელი და ჩამორჩენილი“, - წერს სერგის დედა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი