logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: მოვითხოვთ, პროკურატურამ სამართლებრივი შეფასება მისცეს აღნიშნულ ქმედებებს
- +

22 მაისი. 2018. 14:31

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„12 და 13 მაისს საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიტინგებზე და მანამდე „ბასიანის“ და „გალერის“ კლუბების პოლიციის მიერ ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, „თეთრი ხმაურის“ წევრების ბექა წიქარიშვილის და ანა სუბელიანის, ჟურნალისტ დავით კოვზირიძის, „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის, სამოქალაქო აქტივისტების ხათუნა გოგებაშვილის, სალომე ბარკერის და პირთა გარკვეული ჯგუფების მიერ დარღვეულ იქნა საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე გარკვეულმა ჯგუფებმა მიტინგზე სცემეს პოლიციის მუშაკებს, რაც დაფიქსირდა ვიდეოკამერების მიერ.

 

აღნიშნულ პირთა ჩადენილ ქმედებებში შეინიშნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. მოვითხოვთ, პროკურატურამ სამართლებრივი შეფასება მისცეს აღნიშნულ ქმედებებს და გატარებული სამუშაოების შესახებ უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირებულობა“, - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი