logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: უცნაურ ტრადიციას ეყრება საფუძველი... სერიიდან - ვაი, ჩვენს პატრონს!
- +

23 მაისი. 2018. 22:36

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი ცუდი ტრადიცია გვქონდა, რომელიც მგონი, სამართლიანად დავივიწყეთ - გარდაცვლილის დაკრძალვამდე სამძიმარზე მოსული ხალხი „სეფაში“ იჯდა, ილუკმებოდა, ლობიოს და მჟავეს ახრატუნებდა და შესანდობარს ამბობდა. ხან მიცვალებულს უკვე შებრუჟებულები რის ვაი-ვაგლახით მიაცილებდნენ სასაფლაომდე... მოკლედ, ახლა, აგერ, მთლად დედაქალაქში, რაღაც უცნაურ ტრადიციას ეყრება საფუძველი, უკვე მესამე პანაშვიდზე დავაფიქსირე, შედარებით თამამი და „ახლობელი“ მიმსამძიმრებლები კუბოს წრეს დაარტყამენ თუ არა, მერე პირდაპირ „კუხნისკენ“ მიდიან და ყავას ითხოვენ... და დგას ჭირისუფალი და კითხულობს - შაქრიანი თუ უშაქროო? (სერიიდან - ვაი, ჩვენს პატრონს)“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

big_banner
არქივი