logo_geo
ნინო ჯღარკავა: აი, სად იწყება ერის გადაშენება!
- +

25 მაისი. 2018. 12:17

 

 

„მე, გოიმი, ვიამაყებ ჩემი ქვეყნის წარსული დიდებით, რომელსაც მომავალი არ გააჩნია!“ - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

 

„რა არის დღეს პრიორიტეტული? რა განათლება და რა „სინათლე? ორი-სამი უცხოური სიტყვა უნდა გაურიოთ ქართულს, მაგალითად, რაც მეტად ჩახლართავთ და მეტად იხმართ სლენგს, მით მაღალი „აიქიუ“ გაქვთ, ის, რომ ილია წაკითხული გაქვს, ის, რომ ვაჟა დიდი კოსმოპოლიტი იყო, ის, რომ შენ „ვეფხისტყაოსნის“ სამშობლოდან ხარ, ის, რომ სულხან-საბა ორბელიანი გყავდა, 9 ძმა ხერხეულიძე, 300 არაგველი, დემეტრე თავდადებული, ბოლნისის სიონის ტაძარზე უძველესი ქართული წარწერა გაქვს, ეს ხომ გოიმობაა და „სიბნელე“, მთავარი დღეს გახლეწილ „კაიფში“ „ბასიანზე“ ძიგძიგია, თუმცა ბასიანის ბრძოლა და მისი ისტორიის ცოდნაც სიგოიმეა, მთავარი ხომ შენი გაუნათლებლობით გამოხატული სიტყვის თავისუფლებაა, აი, სად იწყება ერის გადაშენება! უარი ყველაფერს ტრადიციულს, შენს ისტორიას, მთავარი ხომ შენი სხეულის თავისუფლებაა! შენი პირიდან წარმოთქმული ბინძური სიტყვების კორიანტელი, ტელეეკრანიდან კარგად გამოთქმით ნასროლი დედის გინება, ესაა სინათლე, მზე და მომავალი! გაუმარჯოს ქართულ-ჩიქორთულ ინტელექტს! მე, გოიმი, კი ვიამაყებ ჩემი ქვეყნის წარსული დიდებით, რომელსაც მომავალი არ გააჩნია!“ - წერს ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი