logo_geo
სანდრო ბრეგაძე: მეზიზღება ჩემი თავი, რომ ვერ შევძელი ამ მოღალატეების დამარცხება და პასუხისგება!
- +

25 მაისი. 2018. 12:51

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რუსთავი 2“-ზე გიორგი გაბუნიამ გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენა დედა ღვთისმშობელს. მთელი საქართველო რომ გაიძახით, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართო, ყოვლადწმინდას სადღეგრძელოებით რომ ამთავრებთ სუფრას, ერთი მაინტერესებს, რომელი ამოიღებთ ხმას და დაიცავთ თქვენს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფისგან? ვერცერთი ვერ ამოიღებთ ხმას, რადგან გაბუნიამ და მისმა საყვარელმა გვრამიამ ყველა დაგაშინათ. იცით, რითი დაგაშინათ? „ქართული მარშის“ 7 ახალგაზრდა ლიდერი რომ დააჭერინა პოლიციას და ხმა არ ამოიღეთ. აბა, გაბედოს მუჰამედზე იმავეს თქმა? ვერ გაბედავს, რადგან მუსულმანები ჩვენზე ვაჟკაცები აღმოჩნდნენ, ჩვენზე ძლიერი რწმენა აქვთ და იციან თავიანთი რელიგიის მრწამსი. ჩვენი მართლმადიდებლობა უკვე კომიკური ხასიათისაა და ის სუფრას, ფარისევლობას, მეტიჩრობას არ ცდება. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი რწმენისთვის თავგანწირვა და ამიტომაც გვასაქმებს თავზე ეს უგვანო ჯულიეტას ნაშიერი გაბუნია. კეთილი შურით მშურს ჩვენი მუსულმანი ძმების, მათი ღმერთისადმი სიყვარულის და თავგანწირვის. კეთილი შურით მშურს ჩვენი ებრაელი ძმების, მათი ღმერთისადმი სიყვარულის და თავგანწირვის. მეცოდება ერთ დროს მართლმადიდებლობას შეწირული 100000 ქართველის შთამომავალი, რომელსაც ბრძოლის სურვილი დააკარგვინეს და უფალს, ღვთისმშობელს უგინებენ. პირველ რიგში მეცოდება და მეზიზღება ჩემი თავი, რომ ვერ შევძელი ამ მოღალატეების დამარცხება და პასუხისგება! მიმიფურთხებია იმ ეროვნულობისთვის, პატრიოტიზმისთვის, მორწმუნეობისთვის, როდესაც ღვთისმშობელის შეგინებას გაგიბედავენ! პირველი დამნაშავე მე ვარ, რომ ღვთისმშობლის შეგინება გაბედეს, ამიტომ ვერავის განვსჯი და საკუთარ თავს მოვთხოვ პასუხს!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი