logo_geo
ირმა ინაშვილი ვანო ჯავახიშვილს: ახლა ჩვენი სამძიმარი მიიღე
- +

26 მაისი. 2018. 21:10

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და 26 მაისის აქციის უსასტიკესი დარბევის დღეა.

 

ვუსამძიმრებ ვანო ჯავახიშვილს, იგივე zorba zorbadzes, რომ მისი დამფინანსებელი და დამკვეთი მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს დაარბევს საქართველოში ვერც ერთ აქციას, ვეღარ დააყენებს სისხლის გუბეებს, თვალსაც ვეღარავის გამოთხრის და წამებითაც სულს ვერავის ამოხდის. „ვანოს შოუს“ წამყვანი კი, პირშიჩაფურთხებულ, ნაცემ, დასისხლიანებულ მომიტინგეებზე მხიარულად ვეღარ იკისკისებს.

 

სააკაშვილი ვეღარასდროს ეღირსება საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას. ვუსამძიმრებ ვანო ჯავახიშვილს, რომ როცა მისი ჰოლანდიელი ბელადი „მატროსოვზე“ ჩაჯდება, zorba zorbadze-ს ადამიანების აბუჩად აგდებისა და განადგურების „ზაკაზს“ ვეღარ მისცემენ. ვატყობ, კიდევ ბევრს მივუსამძიმრებ ამ მოკლე პერიოდში.

 

P.S. ვანო ჯავახიშვილი: „ვუსამძიმრებ პატრიოტთა ალიანსს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.

ახლა ჩვენი სამძიმარი მიიღე“, - წერს ინაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი