logo_geo
სულხან მელაძე: ის ტელევიზიის დღევანდელ მესვეურთაგან არავის გახსენებია...
- +

31 დეკემბერი. 2016. 02:24



ჟურნალისტი სულხან მელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს:

 

„ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს დღე... მათი უმრავლესობა ჩემი კოლეგაა, მასწავლებელი და მეგობარი. მათ შორის უპირველესი დედა გახლავთ, 94 წლის ვალია ხაზალია. მთელი ცხოვრება ტელევიზიას დაუთმო. ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა... ის ტელევიზიის დღევანდელ მესვეურთაგან არავის გახსენებია... შეეშალათ!  ვერ მოიცალეს ალბათ... ახლა იქ დირექტორი ჰყავთ ასარჩევი და მთავარია ამ პროცესში არ დაუშვან შეცდომა. არ ვბრაზობ, არც გული მწყდება. ყველა იმას იმკის, რასაც დათესავს და დედამაც „დაიმსახურა" ამგვარი პატივისცემა, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, ის ერთი როდია ესოდენ „პატივდებული"... დღევანდელ საიუბილეო თარიღს არ შეშვენის, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა - როცა მეკითხებიან რა არის საზმაუს მთავარი პრობლემა, მოკლედ ვპასუხობ, რომ ეს არის ღირებულებებთან გაყრა... დიახ, ღირებულებებთან, რომელთა შორის არის მადლიერება. მომიტევეთ ეს გულწრფელი და სიყვარულით სავსე სიტყვები და სწორედ მადლიერების ნიშნად მიიღეთ ეს მცირედი საჩუქარი. ბოდიში, რომ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად მეტი ვერ შევძელი", - წერს მელაძე.

 


 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი