logo_geo
ინგა ბერიკაშვილი: რეიტინგი რომ აღარ ექნებათ, იძულებული გახდებიან, შეცვალონ ეს მარაზმი!
- +

30 მაისი. 2018. 03:26

 

 

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გაბუნიას და გვარამიას დუეტი ვერასოდეს ვერ შეურაცხყოფს ჩემს რწმენას!  მხოლოდ საკუთარ თავს შეურაცხყოფენ და სულს იმძიმებენ!

 

რაც უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ მით უფრო კვებავთ ამ უსახურებს!  უბრალოდ ნუ უყურებთ მათ არხს, ძნელია?

 

ყველა სააკაშვილზე და „ჩემი ცოლის დაქალებზე“ პოსტავთ, არ უყუროთ ღირებულს ვერაფერს ნახავთ მანდ!  „ჩემი ცოლის დაქალები“ სახეა უსახური ხალხის და იმიტომ კეთდება აქცენტი მათზე!

 

ან თუ უყურებთ აქ ნუ აფრქვევთ ნეგატივს რადგან ხალხი დაზაფრულია ისედაც!

 

საფლავების სურათები, პანაშვიდიდან პირდაპირი ეთერები, ძაღლების წამება... რატომ აზიარებთ გამაგებინეთ იმას, რომ ჩინელი ძაღლს წვავს და ჭამს, მანიაკები ხართ? გული ისე დამიმძიმდა აქ შემოსვლა აღარ მინდა, ჩინეთია საქართველო ხომ არაა! აქ თუ ვინმე სასტიკად იქცევა ის გააზიარეთ, რომ ვუშველოთ!

 

რაც გაინტერესებთ იმ პროდუქტს გაწვდიან და ესაა მწარე რეალობა!

 

კინოში ვიკითხე ამას წინათ, რომ კარგ ფილმებს რატომ არ უშვებთთქო, ცხოვრებისეულს და ღირებულს რაც ადამიანს დააფიქრებსთქო და ყურებადი არააო, რაც კი მარაზმია ის გადის კინოშიც!

 

კარგად დაფიქრდით და მიხვდებით, რომ ბოროტებას ისევ ჩვენ ვკვებავთ ჩვენი ინტერესის გამო!

 

უბრალოდ გადართეთ სხვა არხებზე! რეიტინგი რომ აღარ ექნებათ, იძულებული გახდებიან, შეცვალონ ეს მარაზმი!“ - წერს ინგა ბერიკაშვილი.

 

 

big_banner
არქივი