logo_geo
აფხაზეთის ე.წ. მინისტრმა 12 ათასი დაცინვის შემდეგ facebook-გვერდი ჩაკეტა
- +

30 მაისი. 2018. 20:54

 

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი facebook-გვერდი ჩაკეტა. ეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის სტატუსს საყოველთაო დაცინვა მოჰყვა. Facebook-ის მომხმარებლები, ძირითადად ქართველები დე-ფაქტო მინისტრის, დაურ კოვეს განცხადებას ემოციით „haha“ გამოეხმაურნენ და მოკლე დროში ამ ემოციის გამომხატველი „სმაილების“ რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა, რის შემდეგაც ე.წ. მინისტრმა facebook-ის გვერდი ჩაკეტა.

 

დაურ კოვეს მიერ facebook-ში გამოქვეყნებული სტატუსი სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხებოდა. ე.წ. მინისტრი აფხაზეთის მოსახლეობას ამ „დიპლომატიურ წარმატებას“ ულოცავდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი