logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: მამებო, მიხედეთ ბიჭებს, ვიდრე მამები გახდებიან, მერე შვილების ხათრით თვითონაც გაფრთხილდნენ, იქნებ!
- +

31 მაისი. 2018. 19:23

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე სხვა არაფერი შემიძლია და გაგიჟებული ვწერდი, ამ ბიჭების უბედურება რომ გავიგე, გაგიჟებული და მეგონა, ვინმეს პასუხი მოეთხოვებოდა. რა ნუგეშია, ამათ სიცოცხლეს ვეღარავინ დაუბრუნებს, მაგრამ არსებობს სამართლიანობა, სამართალი, ქვეყანა, ზნეობა, მორალი, პროკურატურა და სასამართლო?

 

მინდა, ვიღაცას ყელში ვწვდე, სახე ჩამოვიხოკო, ვიყვირო... ეს ბიჭები შუა ქალაქში მოკლეს, თანატოლების თვალწინ და მასთან ერთად მოკლეს ოჯახები, ადამიანები, და ჩვენ - მერამდენედ ვკვდებით!!!

 

მამებო, გვიშველეთ დედებს, მიხედეთ ბიჭებს, ვიდრე მამები გახდებიან, მერე შვილების ხათრით თვითონაც გაფრთხილდნენ, იქნებ!!!

 

ეს ორი სიცოცხლე დასრულებულია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ვინაა, ვინც ეს ჩაიდინა?“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი