logo_geo
ვახტანგ შაქარიშვილი: გირგვლიანს რომ ახსენებდნენ საზოგადოებას, გირგვლიანის მკვლელები...
- +

31 მაისი. 2018. 21:30

 

 

„მთავარი პროკურორის გადადგომა, კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა იმ დროული და ადამიანური გადაწყვეტილებების რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ვითარების ადეკვატურად იღებს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება უკანასკნელი ნაბიჯი რომელსაც ხელისუფლება გადადგამს იმისათვის, რომ ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცეს!

 

ასეთი მაღალი პოლიტიკური და მორალური გადაწყვეტილებების მიღება სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებას შეუძლია!

 

P.S. - გირგვლიანს რომ ახსენებდნენ საზოგადოებას, გირგვლიანის მკვლელები, მგონია რომ კონტრასტი საკმარისზე მეტად აშკარაა - „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო,“ - ეს გირგვლიანია საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში წერია.

 

დღეს საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვების არსებობის საფუძველზე გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა! 

 

P.P.S. - გაკოტრებულ პოლიტიკანებს ზღვარგადასული და ამაზრზენი პოპულიზმით ქულების დაწერის საშუალებას არ მივცემთ!" - წერს შაქარიშვილი.

 

 

big_banner
არქივი