logo_geo
ლეკა მენაბდიშვილი: მათ ქმედებებში იკვეთება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!
- +

1 ივნისი. 2018. 04:15

 

 

ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოს ავრცელებს:

 

„მეორე ფოტოში რომ ბიჭია ძალიან აქტიურობდა, პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდებდა და ხალხს აგრესიისკენ უბიძგებდა, ტიტე გედენიძეა, „ნაცმოძრაობის“ წევრი.

 

მესამე ფოტოში ზვიად კუპრავა. მეოთხე მიშა ბასიაშვილი, ნუ სად მოღვაწეობს წერია. მეხუთე ლაშა ცუცქირიძე, ხედავთ ალბათ ფოტოზე, 555. მეექვსე ფოტოზე ფარნაოზ ჭკადუა.

 

ეს ადამიანები უყვიროდნენ პრემიერს წასულიყო, ეს ადამიანები სარალიძის ტკივილს სათავისოდ იყენებენ, ეს ადამიანები ხელს უწყობენ, რომ მოხდეს დაპირისპირება. (ვერ მოგართვით). ეს ადამიანები მინიმუმ გამოკითხვაზე მაინც უნდა დაიბაროთ, მათ ქმედებებში იკვეთება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!“ - წერს ლეკა მენაბდიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი