logo_geo
შორენა სიხარულიძე: მტკივა სარალიძის მამის ირგვლივ შემოკრებილი კოლექტიური სალაყაია-მერაბიშვილები!
- +

1 ივნისი. 2018. 12:57

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვერ ვითმენ, კიდევ უნდა დავწერო...

 

ახლა რომ ხმის ჩახლეჩამდე ბღავიან, აი, იმ „ნაცების“ ზეობის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვნებებდაუკმაყოფილებელი ცოლის ავხორცობას შეეწირა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებმა სასტიკად აწამეს და მოკლეს და ამის გამო, არც იმ როსკიპ დედაკაცს და არც მის უნამუსო ქმარს ნერვი არ შეტოკებია, არათუ რაიმე პასუხისმგებლობა ეგრძნო! პირიქით, სანდროს გამწარებული დედაც მოწამლეს და მოკლეს!

 

და დღეს, აი, ის ხალხი, ვინც იმ ბანდას იწონებდა და დღემდე მისტირის, სამართლიანობაზე რობაიებს მღერის და მთავრობის გადადგომას ითხოვს მაშინ, როცა მთავარი პროკურორი გადადგა! და გადადგა იმის გამო, რომ გაძველბიჭებულმა მოზარდებმა მათ თვალწინ სადისტურად მოკლული მეგობრის მკვლელების წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს, რამაც დღევანდელი სასამართლოს განაჩენზე უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა!

 

...მე მტკივა ეს დაღუპული მოზარდები და მათი მშობლების ტკივილი!.. და მტკივა სარალიძის მამის ირგვლივ შემოკრებილი აი, ის კოლექტიური სალაყაია-მერაბიშვილები!“ - წერს სიხარულიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი