logo_geo
ხათუნა ხოფერია: ამ წვიმაში ვიდექი, რომ მისთვის მხარი დამეჭირა, ძალიან ვნანობ... ზაზა, მაპატიე, მაგრამ...
- +

1 ივნისი. 2018. 14:18

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

„ზაზა სარალიძის თხოვნაც ფეხებზე დაიკიდეს! რისთვის მივიდნენ აქციაზე – კუპრავას მოსასმენად?

 

ზაზას თუ შვილის მკვლელის დასჯა უნდა, პოლიტიკურ მარიონეტად არ უნდა იქცეს!

 

ამ წვიმაში ვიდექი, რომ მისთვის მხარი დამეჭირა... მის შვილთან ერთად, ჩემი შვილიშვილები დამეცვა და... ძალიან ვნანობ...

 

ზაზა, მაპატიე, მაგრამ შენი ტირილით სამართალი ვერ აღდგება!

 

ვერც ნაცმკვლელები გამოგადგებიან ჭირის მოზიარედ.

 

მკვდარ და ცოცხალ შვილსაც ღირსეული დაცვა უნდა!“ – წერს ხოფერია.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი