logo_geo
რუსეთიდან გამოპარული სელაპი „მიშიკო“ საქართველოშია!
- +

1 ივნისი. 2018. 18:40

 

რუსეთიდან გამოპარული სელაპი „მიშიკო“ საქართველოშია! ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის, აჭარის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„სელაპი „მიშა“ („მიშიკო“) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ჰყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქიდანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს სელაპი საქართველოში 1936 წელს დააფიქსირეს“, - წერს არჩილ გუჩმანიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი