logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: ახლა რა ხდება? ეს იწვევს გაუგებრობას!
- +

2 ივნისი. 2018. 00:05

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხალხო, სიკვდილი სიკვდილია, მაგრამ ხომ არ გავიწყდებათ, რომ სარალიძის შვილი მოკლეს მისსავე თანატოლებმა, გირგვლიანი, რობაქიძე, გამცემლიძე, ვაზაგაშვილი და სხვანი მის თანატოლებს არ მოუკლავთ, ისინი ხელისუფლებამ მოკლა და არავინ ამ ახალგაზრდების მშობლების გვერდით არ დამდგარა საპროტესტო აქციებზე.

 

ახლა რა ხდება? იმ ხელისუფლების, მკვლელი ხელისუფლების წარმომადგენლები ზაზა სალარიძის გვერდში დგას და ეს იწვევს ეჭვს, ეს იწვევს გაუგებრობას!“ - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი