logo_geo
ბაკურ სვანიძე: ძალიან კულტურულად მივმართავ ზოგიერთ „სამართლიანობისთვის მებრძოლ“ ლიდერს და...
- +

2 ივნისი. 2018. 01:39

 

„ახლა ძალიან კულტურულად მივმართავ ზოგიერთ „სამართლიანობისთვის მებრძოლ“ ლიდერს და მერე ძალიან მშვიდად დავიძინებ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე თქვენ არ აგყვებით არც სატელეფონო და არც სოციალურ-ქსელურ ტერორსა და გინებებში!

 

ნამდვილად გავიარე ეგ ასაკიც და ეგ ჭკუაც გამოვიცვალე,  რომ დავდგე და ჩემთვის ძვირფასი წუთები ვიღაცა ნაგვის (სხვა სიტყვას არ ვწერ, რადგან შეგპირდით - მაქსიმალურად კულტურულად ვიტყვი მეთქი) მიერ ჩემი გინების მოსმენაში დავხარჯო და მით უმეტეს - მეც აქედან დავდგე და ტუტუცივით ვაგინო...

 

ასევე, არავითარი რეაქცია არ მაქვს თქვენს „ფეისბუქ“ კედლებზე ჩემი მისამართით უხამსობებზე! ამას უკვე დიდი ხანია მივეჩვიე, რომ გარეწრები (აქაც პირობას ვასრულებ და კულტურულად ვამბობ) მაგინებენ!

 

თქვენნაირი ნაძირლები რომ მაგინებენ, ეს ჩემთვის მხოლოდ სტიმულია და იმის უტყუარი მტკიცებულება,  რომ ძალიან სწორად ვცხოვრობ!

 

ტყუილად ნუ გაირჯებით ჩემთან ნურც ტელეფონზე რეკვით და ნურც ინტერნეტ „ბლატაობით“ მაგრად მკიდიხართ!

 

ჰო, ისე, მაინც თქვენ ხომ „სამართლიანობა“ გსურთ ამ ქვეყანაში? ჰოდა, თუკი ისევ და ისევ განმეორდება ჩემს  მობილურზე თქვენი ზარები, ჩემს მიერ ჩაწერილი თქვენი გინებები და მუქარები, სამართლიანობის მოთხოვნების შესაბამისად, გადაეცემა პოლიციას...

 

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

ღამე მშვიდობის!“ - წერს ბაკურ სვანიძე.

 

 

big_banner
არქივი