logo_geo
დიტო სამხარაძე: სიმართლის თქმა არასდროს შემიზღუდავს საკუთარი თავისთვის! არც ახლა შევიზღუდავ თავს!
- +

2 ივნისი. 2018. 01:48

 

„სიმართლის თქმა არასდროს შემიზღუდავს საკუთარი თავისთვის! არც ახლა შევიზღუდავ თავს!“ - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წევრი დიტო სამხარაძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თუ აპოლიტიკური აქცია არის! ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო! ერთს მაინც გეხსენებინათ ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილები, რომლებიც ნაცხროვამ 2003-2011 წლებში დახოცეს? ამ სიიდან ერთი მაინც გაგხსენებოდათ? ერთი! ამ სიაში ჰააგის სასამართლოში დაფიქსირებული მიშას დანაშაულის შედეგად დახოცილი ხალხია!

 

1 - სანდრო გირგვლიანი;

2 - ბუტა რობაქიძე;

3 - აფრასიძეები;

4 - ვაზაგაშვილი;

5 - გიორგი გამცემლიძე;

6 - ზურაბ ჟვანია;

7 - ოთარ გველუკაშვილი (მოკლეს სოფელ კარდენახში სპეცოპერაციის დროს );

8 - ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას);

9 - დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციის განხორციელებისას );

10 - ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას );

11 - ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ );

12 - ალექსანდრე გომაშვილი ( მოკლეს კახეთში დაკავებისას);

13 - მურთაზ ქარდავა და (14) თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა უშიშროების თანამშრომელმა );

15 - სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციის დროს );

16 - აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას );

17 - ავთანდილ გუმაშვილი და (18)ვახტანგ გუმაშვილი (ორივენი მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას );

19 - ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში სოფელ ვახტანგისში);

20 - ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში მძევლის გათავისუფლებისას);

21 - ნესტორ ესებუა, (22)გია ოკუჯავა და (23)თემურ ცეკვავა (სამივენი ერთად მოკლეს აბაშის რაიონში)

24 - თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში დაკავებისას );

25 - ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში);

26 - გიორგი კვირიკაშვილი და (27)გიორგი მანჯავიძე (ორივენი ერთად მოკლეს თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე დაკავებისას);

28 - ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას );

29 - რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში დაკავებისას );

30 - ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში დაკავებისას );

31 - გიორგი თელია (მოკლეს თბილისში საკუთარ სახლში სპეცოპერასიის დროს );

32 - ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას);

33 - ზვიად ბაბუხადია,(34) ბუთხუზ კიზირია და (35) ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში დაკავებისას);

34 - ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს თბილისში)

35 - მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში დაკავებისას);

36 - გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონში სპეცოპერაციის დროს);

37 - ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ და სახლში მისვლისას გარდაიცვალა);

38 - ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში სპეცოპერაციისას);

39 - ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში დაჭრეს პოლიციელებმა და დაჭრილს არ აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება, რის გამოც გარდაიცვალა);

40 - მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამოესროლა პოლიციელმა და ადგილზე მოკლა);

41 - გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ);

42 - ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად);

43 - ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში სპეცოპერაციისას);

44 - თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში სპეცოპერაციისას);

45 - როლანდ მახარაძე მოკლული იქნა ბათუმში მძევლების გათავისუფელებისას

46 - როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში სასტიკი წამების შემდეგ);

47 - ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე დაკავების შემდეგ);

48 - გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში სპეცოპერაციისას);

49 - ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში დაკავებისას);

50 - მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საუთარ სახლში)“.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი