logo_geo
ბაკურ სვანიძე: ბოდიში ასეთი პირდაპირობისთვის!
- +

3 ივნისი. 2018. 20:28

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ბავშვებო! ახალგაზრდებო! შვილებო! სტუდენტებო!

ვიცი, რომ თქვენი უმრავლესობა მართლაც სწორად, აზროვნებთ! თქვენით სპეკულირებენ ნაგვები! „მთელი ქართველი ახალგაზრდობა ჩვენთან არის“ - და მსგავს დემაგოგიას აწვებიან! ვიცი, რომ რუსთაველზე მდგომი 2-3 ათასი ბავშვი არ არის „მთელი ახალგაზრდობა“, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, თუნდაც იმათ, ვინც ჯერაც ვერ მოსულა აზრზე - „ჩვენ შვილმკვდარ მამას დავუდგეთ გვერდით და გავაძევოთ ეს მთავრობა! თორემ მაგ ფარჩაკ „ნაცებს“ ვინ მოუშვებს ხელისუფლებაში? ჩატარდება არჩევნები და ხალხი აირჩევს სულ სხვა მთავრობას, არც „ნაცებს“ და არც „ქოცებს“! - აი, ეს არის კლასიკური „ნაცური“ დემაგოგია!

 

მინდა იცოდეთ: - 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს, სააკაშვილის რეიტინგი იყო ძალიან დაბალი! როდესაც ის გახდა მიტინგების ლიდერი, მე და ჩენაირი ხალხი, რომლებმაც ვიცოდით მიშა რაც იყო სინამდვილეში, ვამბობდით, რომ კარგი, აგდებთ შევარდნაძეს და ის გასაგდებიცაა! მაგრამ ფიქრობთ ვინ მოგყავთ? მანიაკი და სისხლისმსმელი სააკაშვილი?

 

ბევრი მაშინდელი „რევოლუციონერის“ პასუხი იყო: - „ჩვენ არავისი პოლიტიკური ამბიციების გვერდით არ ვდგავართ! მთავარია ეს სისტემა დავანგრიოთ! თორემ გიჟ და გადარეულ მიშას ვინ გააპრეზიდენტებს? ვინ მისცემს მაგ შეშლილს ხმას?! თქვენ ოღონდ მოდით ხალხო აქციაზე და შევარდნაძე გავაგდოთ! მიშა არაფერ შუაშია!“

 

და იცით, ვინ ავრცელებდა ასეთ დემაგოგიას? ვინ და თავად მიშა! თავად „ნაციონალები“! აი, ასე დააგოიმეს და დააშტერეს მაშინ ხალხი! ხოლო რაც შეეხება იმას, რომ აქ საქმე გვაქვს შვილმოკლულ მამასთან და ა.შ.! „ნაცებმა“ ეს თემა მაშინაც წარმატებით გამოიყენეს! გიორგი სანაიას მკვლელობის „ობიექტური გამოძიება“ და „ნამდვილი მკვლელების“ დასჯა იყო მაშინდელი აქციების ერთ-ერთი მთავარი თემა! მათ გვერდით იდგა მოკლულის ძმა! ვახო სანაია! „ნაცების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვინმეს გსმენიათ რამე გიორგი სანაიას „ნამდვილ მკვლელზე“? ან თავად ვახო სანაიას ამოუღია ხმა 9 წლის განმავლობაში? ანალოგიებს ხედავთ თუ ვერა?

 

ნუ აგაგდებენ მაგ ყველაზე ამაზრზენი დემაგოგიით: - „შვილმკვდარი მამა როგორ იკადრებს რომ პოლიტიკური მიზნები ჰქონდეს“ და ასე შემდეგ...

 

სწორედ იმიტომ არიან ნაგვები, რომ ყველაზე მძიმე და მგრძნობიარე თემას იყენებენ! რომ ყველას ხმის ამოღება მოერიდოს და ვინც რამეს იტყვის - ბოროტად, ცუდ ადამიანად და „სუს-ის აგენტად“ გამოაცხადონ!

 

ამის იქით მეც მოვერიდები რაიმეს თქმას!

 

გეტყვით მხოლოდ ერთს - სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის ოჯახები „ვარდების“ გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ და ეგონათ რომ პოლიტიზებული არ იყვნენ 2003 წელს და „სისტემას ანგრევდნენ“...

 

შედეგი უკვე იცით!

 

ჰოდა, თუ თქვენ ამ ამაზრზენ ავანტიურას აჰყევით და ხელი შეუწყვეთ „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას,  მერე, როდესაც მამათქვენს გაუყრიან უკანალში სკამის ფეხს - ეცადეთ ისევ „არაპოლიტიზებულები“ იყოთ...

 

ბოდიში ასეთი პირდაპირობისთვის!“ - წერს ბაკურ სვანიძე.

 

 

big_banner
არქივი